ავტორიზაცია

იგუაინი: "3 მუნდიალზე და 4 კოპაზე ვითამაშე, 300-ზე მეტი გოლი გავიტანე, როგორ შეიძლება ცხოვრებით იმედგაცრუებული ადამიანის კრიტიკა მივიღო?"

იგუაინი: "3 მუნდიალზე და 4 კოპაზე ვითამაშე, 300-ზე მეტი გოლი გავიტანე, როგორ შეიძლება ცხოვრებით იმედგაცრუებული ადამიანის კრიტიკა მივიღო?"
თარიღი 02 მარ 2022, 20:56

გონსალო იგუაინმა ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება კრიტიკას.

„რას ვაკეთებ, რათა კრიტიკის მიმართ უგრძნობი გავხდე? ვეჩვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში უდნა წახვიდე. ფეხბურთელებს უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე აქებენ.

ჩემ ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ვიტანჯებოდი, მაგრამ როცა უკვე ეჩვევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკას ვეღარ გრძნობ, იმიტომ რომ კრიტიკა ტკივილს ყოველთვის განიჭებს, მაგრამ სხვანაირად.

როცა იზრდები, ხვდები, ვისგან მოდის ის და რას ემსახურება. შენ კრიტიკის სხვანაირად აღქმას იწყებ. 

მე 15 წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი, 300-ზე მეტი გოლი გავიტანე, სამ მსოფლიო ჩემპიონატსა და ოთხ კოპა ამერიკაზე ვითამაშე. როგორ შეიძლება ჩემზე იმოქმედოს ადამიანის სიტყვებმა, რომელმაც არ იცის, რა უნდა გაუკეთოს თავის ცხოვრებას და იმედგაცრუებას ჩემზე გადმოსცემს? პირიქით, ასეთ დროს უბრალოდ ვიცინი.“ - აღნიშნა იგუაინმა.

არგენტინელმა კარიერის მანძილზე არაერთ ევროპულ კლუბში მოასწრო თამაში, მათ შორის „რეალში", „ნაპოლიში", „იუვენტუსში", „მილანში" და „ჩელსიშიც".