ავტორიზაცია

იგუაინი: "ფეხბურთელი ერთჯერადი ბოთლია. აცარიელებენ, შემდეგ კი ფეხს აბიჯებენ და აგდებენ"

იგუაინი: "ფეხბურთელი ერთჯერადი ბოთლია. აცარიელებენ, შემდეგ კი ფეხს აბიჯებენ და აგდებენ"
თარიღი 06 მარ 2022, 16:47

MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა ფეხბურთელების ცხოვრებაზე ისაუბრა.

"ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს იყო ფეხბურთელი, ფიქრობენ, რომ მხოლოდ ფეხბურთის თამაშია საჭირო და მორჩა, მაგრამ ჩვენც გვყავს მშობლები, როგორც თქვენ. ხანდახან ჩვენც ვიტანჯებით, როგორც ყველა".

"ფეხბურთისგან შორს ვიქნები, როცა კარიერას დავასრულებ. ძალიან შორს. თამაშით სიამოვნებას მივიღებ, სანამ კარიერას ვაგრძელებ, მაგრამ შემდეგ მასთან მიახლოებაც კი არ მინდა. ძალიან ბინძური სფეროა. ეს ტკივილი და იმედგაცრუება არ არის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემთვის სასურველ სამყაროში არ ვიმყოფები".

"ფეხბურთელი ერთჯერადი ბოთლია. აცარიელებენ, შემდეგ კი ფეხს აბიჯებენ და აგდებენ. აღარ არსებობს, აღარ ახსოვთ".

"როცა თამაშს იწყებ, ამბობ: "ვაუ, ყველაფერი შესანიშნავადაა". როცა ამ სფეროს უკეთ იცნობ, აწყდები ბოროტებას, შურს, ეჭვიანობას... ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე გამაჩნია - ცოლი და ქალიშვილი. რატომ უნდა აღმოვჩნდე კვლავ ამ ბუშტში? არა, ამას არ გავაკეთებ".

"საკუთარ მოლოდინს ძალიან გადავაჭარბე და მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთმა მომცა, შეიძლება დიდ ფასად დამიჯდა, მაგრამ მაინც: ბოროტება, მუდმივი გმობა".

"როცა ბავშვი ხარ, ამას ვერ წარმოიდგენ", - თქვა 34 წლის არგენტინელმა Primer Impact-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, კარიერის მანძილზე იგუაინს ისეთი კლუბების ღირსება დაუცვია, როგორებიც "იუვენტუსი", "რეალი", "ნაპოლი", "მილანი" და "ჩელსი" არიან.