ავტორიზაცია

იკარდის ჰეთ-თრიქი, ნეიმარის გოლი - პსჟ-მ საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში ანჟერს გადაუარა [VIDEO]

იკარდის ჰეთ-თრიქი, ნეიმარის გოლი - პსჟ-მ საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში ანჟერს გადაუარა [VIDEO]
თარიღი 21 აპრ 2021, 22:45

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" "ანჟერს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული შეხვედრა პარიზელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

ანგარიში მე-9 წუთზე მაურო იკარდიმ გახსნა, რასაც 23-ე წუთზე "ანჟერის" მცველის, ვინსენ მანკოს ავტოგოლი მოჰყვა.

65-ე წუთზე, ნეიმარმა "პსჟ"-ს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ზუსტად სამ წუთში კი იკარდიმ კიდევ ერთი გოლი შეაგდო.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა დააფიქსირა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა და თავის გუნდს 1/2 ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ცნობისთვის, "პსჟ" საფრანგეთის თასის ნახევარფინალში "მონაკოსა" და "ლიონის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ვიდეომიმოხილვა