ავტორიზაცია

იკერ კასილასმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

იკერ კასილასმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
თარიღი 12 Nov 2025, 15:57
რეალის და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდას, იკერ კასილასს სთხოვეს დაესახელებინა მეკარეები, რომლებსაც ის საკუთარ თავზე მაღლა აყენებს.

ასეთი კარის დარაჯი ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერისთვის არის მხოლოდ ერთი: ჯიჯი ბუფონი. რაც შეეხებათ სხვა კარის დარაჯებს: ოლივერ კანი, ედვინ ვან დერ სარი, მანუელ ნოიერი, ტიბო კურტუა...თითოეული მათგანი მადრიდის რეალის ექს-გოლკიპერის წარმოდგენაში ქვედა საფეხურზე აღმოჩნდნენ.

"სამეფო კლუბის" ყოფილმა პირველმა ნომერმა საკუთარი თავი ასევე დააყენა დავიდ დე ხეაზე, ემილიანო მარტინესზე, იან ობლაკზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, დავიდ რაიასა და ჟოან გარსიაზე წინ.