ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშებს

24 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი უნგრულ "მეზოკოვეშდში" ითამაშებს.

ამ ინფორმაციას უნგრული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბერიაშვილი ბოლოს "თელავის" მაისურს ირგებდა და 2022 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 16 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "მეზოკოვეშდის" მაისურს 2020/21 წლების სეზონიდან მოყოლებული 24 წლის მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი ირგებს.
"მეზოკოვეშდი" უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 16 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.