ილია თოფურია ზედმეტსახელის შეცვლას აანონსებს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ზედმეტსახელის შეცვლა დააანონსა.
"ელ მატადორი" ყველა ბრძოლაში ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ შემდეგში ოქტაგონზე ახალი იდენტობით შევალ," — ილია თოფურია.
El Matador has been my ally in every fight. But next time, I’ll step into the octagon with a new identity. #NewEra
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 20, 2025
მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონა დატოვა და მსუბუქ წონაში ავიდა. როგორც ჩანს, მან ახალ დივიზიონში სხვა ზედმეტსახელით გამოსვლა გადაწყვიტა.