"იმედი მაქვს, რომ იტალიის ჩემპიონატში უფრო და უფრო მეტი ქართველი ითამაშებს "- ლუკა ლოჩოშვილი

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ემპოლის" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ლოჩოშვილი 78-ე წუთამდე მოედანზე იყო, შემდეგ კი დანიელ ჩოფანიმ შეცვალა.
საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩის შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა.
"მე და კვარაცხელია დინამოს აკადემიაში ერთად ვიყავით, კარგი მეგობრები ვართ. ზოგადად, საქართველოში ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვთამაშობთ. იმედი მაქვს, რომ იტალიის ჩემპიონატში უფრო და უფრო მეტი ქართველი ითამაშებს", - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი