"იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ თქვენს გახარებას", - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა!
ოლიმპიადის უმედლოდ ჩამთავრების შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ამის შესახებ ლიპარტელიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირადად წერს.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე🙏 იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით❤️ მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს🙌
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ❤
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება🙏
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ🙏 იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას“
Goal.ge ულოცავს საქართველოს ძიუდოს ნაკრების საამაყო კაპიტანს მის დიდებულ კარიერას და სამომავლოდ ცხოვრებისეულ წარმატებებს უსურვებს!