იმობილე: "შესვენების შემდეგ, თურქები ძალიან დაიღალნენ, თავისუფალი ზონები გაჩნდა"
იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ ევრო 2020-ის გახსნით მატჩში თურქეთთან (3:0) მოგებული მატჩი შეაფასა.
"იმის ხილვა, თუ როგორ ხარობენ გულშემატკივრები, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ, ბრწყინვალე იყო, ამდენი ხნის შემდეგ გავერთიანდით - ეს ყველაფერი ამ წყეული ვირუსის გამო".
"ვფიქრობ, დღეს მოთმინება გამოვიჩინეთ. თურქეთი ძლიერი გუნდია, რომელმაც ბევრ წამყვან ნაკრებს შეუქმნა პრობლემა".
"ვცდილობდით პირველივე ტაიმში დაგვეღალა ისინი, ბურთი ფლანგიდან ფლანგზე გადაგვქონდა, მათი დაცვის გარღვევის იმედით".
"სამწუხაროდ, კედელთან ბრძოლას ვაგრძელებდით, განსაკუთრებით ჰაერში არ მიგვდიოდა კარგად საქმე. თუმცა, შესვენების შემდეგ, თურქები ძალიან დაიღალნენ, პირველი გოლის შემდეგ ზონებს თავისუფალს ტოვებდნენ, აქ კი უკვე ჩვენი ოსტატობა გამოვავლინეთ", - თქვა იმობილემ Football Italia-სთან საუბრისას.
ბონუჩი: "ეს გრძელი მოგზაურობის პირველი ნაბიჯია, ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია"