ავტორიზაცია

იმობილემ საუდის არაბეთიდან გულუხვი შეთავაზება მიიღო

იმობილემ  საუდის არაბეთიდან გულუხვი შეთავაზება მიიღო
თარიღი 19 ივლ 2023, 15:05
იტალიელი თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ უახლოეს მომავალში შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს. 

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ იმობილეს თაობაზე 30 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეთავაზება მიიღო.

არაბები იმობილეს სოლიდურ ხელფასს სთავაზობენ - სეზონში 18 მილიონ ევროს. უახლოეს დღეებში 33 წლის ფორვარდმა გადაწყვეტილება უნდა 
მიიღოს.

ჩირო იმობილე "ლაციოში" 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ კლუბის შემადგენლობაში 297 მატჩში, თავდამსხმელმა 196 გოლი გაიტანა და 53 საგოლე გადაცემა 
გააკეთა.