ინძაგიმ თავისი გუნდის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა
„ბენევენტოს“ მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, თავისი გუნდის ფორვარდზე, ადოლფო გაიჩზე ისაუბრა.
„გაიჩი ძალიან ძლიერი და სწრაფია. ის ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.
ახლა მისი ფორმა ოპტიმალური არ არის. ფეხბურთელს წინ დიდი განვითარება ელის. თავისი თვისებებით ის ლევანდოვსკის მაგონებს. თუმცა, გაიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.“ - აღნიშნა ინძაგიმ.
რამდენიმე დღის წინ, „ალიანც სტედიუმზე" გამართულ მატჩში, „ბენევენტომ" „იუვენტუსი" სენსაციურად, 1:0 სწორედ გაიჩის გოლით დაამარცხა.
სენსაციური მარცხი - იუვენტუსმა შინაურ კედლებში ბენევენტოსთან წააგო