ინგლისი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ინგლისმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ფინალში გერმანია ძალიან დაძაბულ მატჩში 3-2 დაამარცხა და გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანგარიში ინგლისელთა მხრიდან მატჩის მე-5 წუთზე ჰარვი ელიოტმა გახსნა. ამის შემდეგ ინგლისმა კვლავ მოახერხა დაწინაურება — მეორე გოლი 25-ე წუთზე ჰატჩინსონმა გაიტანა. გერმანიამ პირველი ტაიმის ბოლოს ვერიპერის გოლით ანგარიში შეამცირა, ხოლო 61-ე წუთზე ნებლის გოლით გაათანაბრა (2:2). ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. 92-ე წუთზე როუმ ინგლისელები წინ გაიყვანა და გამარჯვების მომტანი გოლით თავის გუნდს ფინალის მოგებაში დაეხმარა.