ინგლისის ნაკრებს ლი კარსლი ჩაიბარებს
BBC Sport-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლი კევინ კარსლი იქნება.
გამოცდილი ირლანდიელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის, "სამ ლომს" დროებითი მწვრთნელის რანგში ჩაიბარებს.
ინგლისის ნაკრების წინა დამრიგებელი, გარეთ საუთგეიტი, ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგების შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.