ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა სატრანსფერო რეკორდი დაამყარეს

2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი და პრემიერ ლიგის კლუბებმა უკვე დაამყარეს ახალი რეკორდი.
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე პრემიერ ლიგის კლუბებმა საერთო ჯამში დაახლოებით 2,9 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხვდა.
ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტად ლივერპული აქტიურობს — მერსესაიდელებმა ტრანსფერებში უკვე 340 მილიონი ევრო დახარჯეს და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მზად არიან ისაკის სანაცვლოდ ნიუკასლს 150 მილიონი გადაუხადონ.