ავტორიზაცია

ინგლისური გრანდი დონარუმას ტრასნფერზე მუშაობს

ინგლისური გრანდი დონარუმას ტრასნფერზე მუშაობს
თარიღი 12 Aug 2025, 17:41
ჯანლუიჯი დონარუმას პარიზული ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლუის ენრიკემ იგი სუპერ თასის ფინალის განაცხადში არ შეიყვანა და ტოტენჰემთან კარს ლუკას შევალიე დაიცავს. პარიზელები მზად არიან 26 წლის მეკარე ამ სატრანსფერო ფანჯარაშივე გაყიდონ, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაკარგონ.

დონარუმას უკვე უკავშირებენ რამდენიმე გრანდს, მათ შორის მანჩესტერ სიტია, რომელიც მეკარის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტრანსფერი დიდწილად ედერსონისა და ორტეგას მომავალზე იქნება დამოკიდებული.

სანამ „ქალაქელები“ იტალიელი მეკარისთვის პირველ შეთავაზებას გააკეთებენ, კლუბი ედერსონის ან ორტეგას გაყიდვას ეცდება. ერთია ცხადი, რომ სიტიში 26 წლის კარის დარაჯის დამატებას სერიოზულად განიხილავენ და უახლოეს დღეებში ტრანსფერზე მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.