ავტორიზაცია

ინგლისური კლუბი ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე მუშაობს

ინგლისური კლუბი ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 13 May 2025, 14:57
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლევერკუზენს დიდი ალბათობით მარჯვენა მცველი ჯერემი ფრიმპონგი დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.

გერმანული მედიის ცნობით, 24 წლის ნიდერლანდელის ტრანსფერზე ლივერპული მუშაობს და მას ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც რეალში გადავა.

ჯერემი ფრიმპონგი ლევერკუზენის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს — მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.