ინგლისური კლუბი მატიას დე ლიხტის ტრანსფერზე მუშაობს

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე, მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა, მატიას დე ლიხტმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
The Sun-ის ცნობით, 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატება ლონდონის არსენალს სურს და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი ბაიერნში 2022 წელს გადავიდა და transfermarkt-ის მონაცემებით მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა