ინგლისური კლუბი მზად არის რაფინიას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს
კატალონიის ბარსელონას გარემარბს, რაფინიას ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები აქტიურად აკვირდებიან და მის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავენ.
El Nacional-ის ცნობით, 27 წლის ბრაზილიელის დამატებას არსენალის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს და მზად არის მის სანაცვლოდ ბარსელონას 90 მილიონი ევრო შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ რაფინია ბარსელონაში 2022 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში კი ბლაუგრანას მაისური 17 შეხვედრაში მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გაიფორმა.