ავტორიზაცია

ინგრემი გუნდის გამოცვლასთან ახლოს არის

ინგრემი გუნდის გამოცვლასთან ახლოს არის
თარიღი 01 ივლ 2024, 17:08
ნიუ ორლეან პელიკანსში, საკმაოდ დიდი ცვლილება მოხდა. გუნდმა დეჟონტე მიურეი დაიმატა და დიდი ხნით მოაგვარა გამთამაშებლის პრობლემა. ატლანტადან გადმოსული დეჟონტე უნდა გახდეს პირველი ოფცია ბურთის განაწილებაში და ს.ჯ მაკალუმი დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ამპლუას, რაც მოიცავს კლასიკური ორი ნომრის ფუნქციებს, როგორც კი გუნდმა მიურეის გაცვლა განახორციელა. დაიწერა იმის შესახებაც, რომ ''პელიკანები'' ბრენდონ ინგრემის გაცვლაც აქვს გადაწყვეტილი.

ინგრემის საკმაოდ ბევრს ტრამვიანობს და ამის გამო უწევს ბევრი შეხვედრის გამოტოვება, ამავდროულად იგრძნობა, რომ ბრენდოს ახალი გარემო სჭირდება. გუნდში შემადგენლობის გადახალისება მიდის. ჯონას ვალანჩუნასმა კარიერა ვაშინგტონ ვიზარდსში გააგრძელა და გუნდი რეალურად ცენტრის გარეშეა დარჩენილი. 

ინგრემის მიმართ აქტიურ ინტერესს, საკრამენტო კინგსი იჩენს. კალიფორნიულ კლუბს სურს გუნდის გაძლიერება და იმ საჭირო დეტალის დამატება, რომელიც ასე აკლიათ. საუბარი მიდის ჰარისონ ბარნსზე, კევინ ჰუერტერზე და ორ პირველი რაუნდსი პიკზე. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ შანსი იმისა, რომ ახალ სეზონში ინგრემი ახალ კოლექტივში ვიხილოთ საკმაოდ მაღალია.