ინტერ მაიამიმ ახალი მწვრთნელი შეარჩია

ცოტა ხნის წინ, პირადი მიზეზების გამო, ტატა მარტინო ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დევიდ ბექჰემის გუნდმა მის შემცვლელად, ასევე არგენტინელი, ხავიერ მასკერანო შეარჩია. ის ამერიკულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"ელ ხეფესიტოს" ინტერ მაიამიში 4 ყოფილი თანაგუნდელი - ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა - დახვდება.
აქამდე, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი არგენტინის 20-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა.