ინტერი ახალი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე ჯონათან დევიდი იქნება, როგორც მოგეხსენებათ კანადელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი ხდება და ლილს 100% დატოვებს. ფეხბურთელის მიმართ ბევრი კლუბი იჩენს ინტერესს. დიდი ინტერესია ასევე იტალიიდანაც, ორი აპენინული გრანდი ინტერი და იუვენტუსი იჩენს ინტერესს კანადელისადმი და როგორც დაიწერა “ნერაძური“ უკვე გადავიდა საქმეზე და დევიდისთვის პირველი შეთავაზების გაგზავნას აპირებს.

დევიდი სეზონში ანაზღაურების სახით 8 მილიონს პლუს ბონუსებს ითხოვს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. შეგახსენებთ, რომ კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ლაუტარო მარტინესია, რომელიც წელიწადში 9 მილიონს იღებს. ინტერის გეგმაა, რომ მოთამაშის სიტყვიერი თანხმობა სეზონის დასრულების შემდგომ მიიღოს და გადავიდეს პირადი კონტრაქტის დეტალებზე.
ჯონათან დევიდი ლილის ღირსებას 2020 წლიდან იცავს, ამ დროის მანძილზე მის ანგარიშზე, 226 შეხვედრაა და 107 გატანილი გოლი.