ინტერი ამ ზაფხულს მარკუს ტურამის შეძენას გეგმავს
"გლადბახის" თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.
როგორც ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, 23 წლის ფრანგის ხელში ჩაგდება "ინტერს" სურს.
უახლოეს პერიოდში მხარეები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
გასულ სეზონში ტურამმა გერმანიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გატანილი ბურთით გამოიჩინა.