"ინტერი არასოდეს ნებდება", - ინძაგიმ იტალიის თასის ფინალში იუვენტუსის დამარცხება შეაფასა
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსის" (4:2 დ.დ) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ნახევარ საათში კარგად გავისარჯეთ, მაგრამ შესვენების მოახლოებასთან ერთად ცოტა მოვუკელით. მეორე ტაიმში საუკეთესოდ არ გვიასპარეზია, ორი აბსოლუტურად არასაჭირო გოლი გავუშვით. ყურადღებით უნდა გვემოქმედა".
"თუმცა, ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება. ივლისიდან დღემდე მოყოლებული, როცა რეაქცია მჭირდებოდა, ვიღებდი კიდეც - ემოციების უწყვეტი მოზღვავება".
"სერია ა-ში რამდენიმე მატჩი დაგვრჩა და სეზონის რაც შეიძლება უკეთ დასრულება გვსურს. ამ მომენტით სიამოვნების მიღებას ვიმსახურებთ".
"უკვე ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, როცა ბოლოს იტალიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, ამიტომაც გახარებული ვარ ჩვენი კლუბის, ჩვენი შესანიშნავი ბიჭებისა და გულშემატკივრების გამო, რომლებიც თავიდან ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს", - ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.