ავტორიზაცია

ინტერი არტურო ვიდალით ინტერესდება

ინტერი არტურო ვიდალით ინტერესდება
თარიღი 27 აგვ 2020, 14:33
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კარიერა შეიძლება "ინტერში" გააგრძელოს, წერს Sky Sport Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ჩილელის თავისი გუნდის რიგებში ხილვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ფეხბურთელთან ერთად თავის დროზე "იუვენტუსში" მუშაობდა.

როგორც იუწყებიან, ვიდალის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გასულ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.