ინტერი იუვენტუსის გოლკიპერით დაინტერესდა
„ინტერმა“ „იუვენტუსის“ მეკარეს, მატია პერინს დაუმიზნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interlive იტყობინება. „ნერაძური“ მისი სახით სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს მოიაზრებს.
ამჟამად, „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფი გოლკიპერი იჯარით „ჯენოაში“ ასპარეზობს. „ინტერი“ მზადაა, ტრასნფერში ნახევარმცველი, მატიას ვესინო ჩართოს.
თავის მხრივ, „იუვენტუსს“ ვესინოს ნაცვლად რეალური თანხის მიღება სურს. Transfermarkt ამჟამად ფეხბურთელს 7 მილიონ ევროდ აფასებს.