ინტერი კალიარის ნახევარმცველს უმიზნებს

"კალიარის" ნახევარმცველი, ნაითან ნანდესი შეიძლება "ინტერში" გადავიდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, მილანელთა ხელმძღვანელობა მომდევნო კვირაში 25 წლის ურუგვაელის წარმომადგელებს შეხვდება.
"ნერაძური" მზად არის ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, 20-25 მილიონ ევროდ შემდგომი შესყიდვის უფლებით.
გასულ სეზონში ნანდესმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.