ინტერი მზადაა იუვენტუსის ფეხბურთელის შესაძენად
იტალიელი გარემარბი ფედერიკო კიეზა დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბს შეცვლის.
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ გუშინ განაცხადა, რომ კიეზა იმ სიაშია, ვისაც ახალი გუნდის პოვნა სჭირდება.
La Repubblica-ს ცნობით, 26 წლის კიეზა შესაძლოა სერია A-ს სხვა ტოპ კლუბში - "ინტერში" გადავიდეს.
მილანური კლუბი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის გარემოცვასაც.