ავტორიზაცია

ინტერი სიმონე ინძაგის შემცვლელად 4 კანდიდანტს განიხილავს

ინტერი სიმონე ინძაგის შემცვლელად 4 კანდიდანტს განიხილავს
თარიღი 02 Jun 2025, 14:02
ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ინტერში დიდი ცვლილებები იგეგმება. პირველ რიგში მწვრთნელის საკითხი უნდა გაირკვეს და როგორც იტალიურ მედიაში იწერება, კლუბის ხელმძღვანელობასა და სიმონე ინძაგის შორის კომუნიკაცია უახლოეს საათებში შედგება, სადაც იტალიელი სპეციალისტის მომავალი გაირკვევა. შეგახსენებთ, ალ ჰილალის შეთავაზება სიმონე ინძაგის მაგიდაზე უდევს და ბევრი გამოცემის ინფორმაციით, 49 წლის მწვრთნელი ინტერის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

სიმონე ინძაგის წასვლის შემთხევაში, როგორც ცნობილი ხდება, ბეპე მაროტას 4 კანდიდატურა ჰყავს შერჩეული. მთავარი სამიზნე სესკ ფაბრეგასია, რომელიც კომოს მთავარი მწვრთნელია. სიაში არიან კრისტიან კივუ, რობერტო დე ძერბი და პატრიკ ვიერიაც. ინტერი ამ მწვრთნელებთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს, თუმცა თუ სიმონე ინძაგიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, უფროსობა ზემოხსენებულ მწვრთნელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

სიმონე ინძაგის საკითხი უახლოეს 24-48 საათში გადაწყდება. იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის უფროსობას შორის შეხვედრა 3 ივნისს, ქალაქ მილანშია დაგეგმილი.
TOP.GE