ავტორიზაცია

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 06 Jun 2025, 14:49
2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ინტერი მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ დატოვა და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელა.

ინტერის ხელმძღვანელობა ინძაგის შეცვლაზე აქტიურად მუშაობდა და იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმებას მიაღწია — ნერაძურის კრისტიან კივუ ჩაიბარებს.

კრისტიან კივუ 2007-14 წლებში ინტერის ღირსებას იცავდა, ხოლო 2018 წლიდან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და ნერაძურის ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. ბოლოს კი პარმას მთავარი მწვრთნელი იყო.