ავტორიზაცია

ინტერის დაგეგმილი სამი ქულა — ნერაძურიმ სასუოლო გაანადგურა

ინტერის დაგეგმილი სამი ქულა — ნერაძურიმ სასუოლო გაანადგურა
თარიღი 08 Feb 2026, 23:06
იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში, ინტერი სასუოლოს ესტუმრა, მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-11 წუთზე თავი ბისეკმა გამოიჩინა, რასაც 28-ე წუთზე ტურამის გოლი მოჰყვა და ინტერი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზე, 50-ე წუთზე გოლი ლაუტარომ გაიტანა, ხოლო ზუსტად 4 წუთში აკანჯიმ სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა. 89-ე წუთზე სასუოლოს კარი ლუის ენრიკემ აიღო და საბოლოო ანგარიში, 0-5 დააფიქსირა.

სასუოლო 0-5 ინტერი

გოლები:
0-1 ბისეკი (11'), 0-2 ტურამი (28'), 0-3 ლაუტარო (50'), 0-4 აკანდი (54'), 0-5 ლუის ენრიკე (89')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ინტერს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში კივუს გუნდი საკუთარ კედლებში იუვენტუსს მიიღებს.