ინტერის დანაკლისი კიდევ უფრო გაიზარდა
ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ინტერს რამდენიმე საათში, გასვლითი შეხვედრა ვერონას წინააღმდეგ ელოდება. სიმონე ინძაგის გუნდს ჰაკან ჩალხანოღლუ ტრავმის გამო დააკლდება, მაგრამ ინტერის უიღბლობა ამით არ მთავრდება, გუნდის კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ლაუტარო მარტინესი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.
არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნებული მარტინესი თავს შეუძლოდ გრძნობს, ფეხბურთელი მოწამლულია და ამის გამო მოთამაშე მილანში დაბრუნდა. დიდი ალბათობით ლაუტაროს დღევანდელ შეხვედრაში ხოაკინ კორეა ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სეზონში ლაუტაროს ანგარიშზე 11 შეხვედრაში, 5 გატანილი ბურთია, დიდი ალბათობით ინტერის კაპიტანი შემდეგ ტურში ფიორენტინასთან დაბრუნდება. ითამაშებს თუ არა არგენტინელი ჩემპიონთა ლიგაზე ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.