ინტერის გოლკიპერი უდინეზეში გადავიდა

"ინტერის" გოლკიპერი, დანიელე პადელი "უდინეზეში" გადავიდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, 35 წლის იტალიელი ახალ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პადელი "ნერაძურის" ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში მან მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილი კიპერი 2011 წლიდან 2013 წლამდეც თამაშობდა "უდინეზეში", საიდანაც "ტორინოში" გადავიდა.