ავტორიზაცია

ინტერის მარჯვენა მცველი: "ინძაგი ძალიან ბევრს ყვირის და ზოგჯერ არ ვუსმენ ხოლმე, მიხარია, როცა შესვენებაზე ფლანგს ვიცვლი"

ინტერის მარჯვენა მცველი: "ინძაგი ძალიან ბევრს ყვირის და ზოგჯერ არ ვუსმენ ხოლმე, მიხარია, როცა შესვენებაზე ფლანგს ვიცვლი"
თარიღი 29 Aug 2023, 21:27
„ინტერის“ მცველმა, დენზელ დუმფრისმა, სიმონე ინძაგისთან მუშაობის დეტალებზე ისაუბრა.

„მწვრთნელი მატჩების დროს ყოველთვის ძალიან დაძაბულია, ის ბევრს ლაპარაკობს და ზოგჯერ, არც ვუსმენ ხოლმე, იმიტომ რომ ზედმეტი მოსდის. მას კარგად ვიცნობ - ის შეტევაში წასვლის მოტივაციას მაძლევს და ეს ძალიან მომწონს.

თუმცა, როცა შესვენების შემდეგ ფლანგს ვიცვლი ხოლმე და მისი მიშორებით ვარ, ძალიან მიხარია.

სკუდეტო - ჩვენი მთავარი მიზანია. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე კარგები ვიყავით, მაგრამ წელს სკუდეტო უნდა მოვიგოთ და მეორე ვარსკვლავს დავეუფლოთ. აშკარაა, რომ ჩვენგან ყველა ამას ელოდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია.“, - აღნიშნა დუმფრისმა.