ინტერის მცველი კალიარიში გადასვლას უახლოვდება

"ინტერის" მცველმა, დალბერტმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელით "კალიარი" ინტერესდება. იტალიური კლუბი ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა და მას იჯარით დაიმატებს, 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი შემდგომი შესყიდვის უფლებით.
2020/21 წლების სეზონში დალბერტმა არენდით "რენის" რიგებში იასპარეზა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ნერაძურის" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.