ინტერის მცველი კალიარიში გადავიდა

"კალიარიმ" ოფიციალურ საიტზე "ინტერის" მცველის, დალბერტის დამატება დაადასტურა.
სარდინიელებმა 27 წლის ბრაზილიელი ერთწლიანი იჯარით დაიმატეს, შემდგომი შესყიდვის უფლებით.
2020/21 წლების სეზონი დალბერტმა არენდით "რენში" გაატარა.
საფრანგეთის ჩემპიონატში სამხრეთამერიკელმა უკანახაზელმა 18 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.