ინტერის მცველი კარიერას თურქულ კლუბში გააგრძელებს
"ინტერის" მცველი, დალბერტი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
როგორც Sky Sports იტყობინება, 27 წლის ბრაზილიელი იჯარით "ტრაბზონსპორში" ითამაშებს.
აგრეთვე, თურქული კლუბი ვალდებული იქნება მომავალ ზაფხულს "ნერაძურის" ფეხბურთელი 7 მილიონ ევროდ შეისყიდოს.
2020/21 წლების სეზონი დალბერტმა იჯარით "რენში" გაატარა, სადაც 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.