ინტერის მორიგი გამარჯვება, იუვენტუსი კი შეიძლება ოთხეულს მიღმაც დარჩეს [VIDEO]
სერია ა-ს 33-ე ტურში „ინტერმა“ „ვერონა“ გაჭირვებით, 1:0 დაამარცხა, „იუვენტუსი“ კი სტუმრად „ფიორენტინას“ დაუზავდა - 1:1.
„ინტერი“ – „ვერონა“
გოლი: დარმიანი 76'
„ფიორენტინა“ 1-1 „იუვენტუსი“
გოლები: ვლაჰოვიჩი 29’ - მორატა 46’.
„ინტერმა“ 79 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან „მილანს“ 13 ქულით უსწრებს, „იუვენტუსს“ კი 66 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს, თუმცა ტურის დასრულებისთვის შეიძლება მე-5 ადგილზეც აღმოჩნდეს.