"ინტერის რომელიღაცა წევრმა წიხლი დამარტყა", - ალეგრი იტალიის თასის ფინალში მიღებულ წითელ ბარათზე

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ფინალში მიღებულ წითელ ბარათზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, ტურინული გრანდი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "ინტერთან" (2:4 დ.დ) დამარცხდა.
"ინტერის" რომელიღაცა წევრმა გვერდით ჩამიარა და წიხლი მომარტყა. გავბრაზდი და არბიტრმა აბსოლუტურად სამართლიანად გამაძევა მოედნიდან", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
როგორც გამოცემა Football Italia წერს, "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელს "ნერაძურის" მეორე მწვრთნელ მასიმილიანო ფარისთან მოუვიდა უთანხმოება.