ინტერმა ახალგაზრდა მცველი ჯენოაში გაანათხოვრა

"ინტერის" მცველი, ზინიო ვანჰესდენი "ჯენოაში" გადავიდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ბელგიურ "სტანდარდში" გაატარა, სადაც 17 მატჩი ჩაატარა.