ინტერმა ატალანტა დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში, ინტერი ატალანტას ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ერთადერთი გოლი კი 65-ე წუთზე გავიდა — თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა და ნერაძურიმ 2025 წელი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულა.
ატალანტა 0-1 ინტერი
გოლი: 0-1 ლაუტარო მარტინესი (65')
სატურნირო ცხრილს 36 ქულით სწორედ ინტერი ლიდერობს, მილანი 35 ქულით მეორეა, ხოლო მოქმედ ჩემპიონს, ნაპოლის 34 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

