ავტორიზაცია

ინტერმა და ჩელსიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ინტერმა და ჩელსიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
თარიღი 27 მაი 2023, 09:54
ლონდონის "ჩელსიმ" და მილანის "ინტერმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. 

Tuttomercatoweb-ის ცნობით, "არისტოკრატები" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ნერაძურის მეკარის ანდრე ონანას შეძენით.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი არ არის მზად ონანას ტრანსფერში სრული თანხა გადაიხადოს და პოტენციურ გარიგებაში მისი მეკარე კეპა არიზაბალაგა ჩართვა სურს, რომელიც 2018 წელს რეკორდულად 80 მილიონ ევროდ იყიდა.

ონანა "ინტერს" გასულ ზაფხულს ამსტერდამის "აიაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.