ავტორიზაცია

ინტერმა და მილანმა თვალი ბენევენტოს ფორვარდს დაადგეს

ინტერმა და მილანმა თვალი ბენევენტოს ფორვარდს დაადგეს
თარიღი 08 Apr 2021, 15:22

"ცსკა"-ს საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, ადოლფო გაიჩმა, რომელიც იჯარით "ბენევენტოში" თამაშობს, "ინტერისა" და "მილანის" ყურადღება მიიპყრო, წერს La Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბენევენტო" შესაბამის პუნქტს ააქტიურებს და 22 წლის არგენტინელის იჯარას 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელებს.

როგორც იუწყებიან, მომავალში იტალიური კლუბი 11 მილიონ ევროდ გაიჩის შესყიდვას გეგმავს, ეს უკანასკნელი კი უკვე "ინტერისა" და "მილანის" ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაიჩი "ბენევენტოში" 2021 წლის იანვარში გადავიდა, ამ დროის განმავლობაში მან 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.