ავტორიზაცია

ინტერმა ემილიანო მარტინესის თაობაზე შეთავაზება გააკეთა

ინტერმა ემილიანო მარტინესის თაობაზე შეთავაზება გააკეთა
თარიღი 25 ივლ 2023, 13:32
არგენტინის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარე ემილიანო მარტინესი მილანის "ინტერის" სამიზნე გახდა, იტყობინება ინსაიდერი გასტონ ედული სოციალური მედიის საშუალებით.

წყაროს ცნობით, "ნერაძურიმ" ინგლიელებს სამხრეთამერიკელი მეკარისთვის 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. 

30 წლის მეკარე ბირმინგემის გუნდში 2020 წლის შემოდგომიდან თამაშობს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.