ინტერმა ჯენოა დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა

იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურში, მილანის ინტერი ჯენოას ესტუმრა, მეტოქე 2-1 დაამარცხა და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
მატჩის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე, მე-6 წუთზე გახსნეს — თავი ბისეკმა გამოიჩინა, 38-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 68-ე წუთზე, ვიტინიამ ერთი ბურთი შეამცირა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
ჯენოა 1-2 ინტერი
გოლები: 0-1 ბისეკი (6'), 0-2 მარტინესი (38'), 1-2 ვიტინია (68')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ინტერს 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მომდევნო ტურში ნერაძური ატალანტას ესტუმრება.