ინტერმა ლუკაკუს დუბლიორს ცსკა-ში მიაგნო

"ცსკა"-ს თავდამსხმელი, ადოლფო გაიჩი "ინტერის" ინტერესტა სფეროში მოექცა, იტყობინება Calciomercato.
22 წლის არგენტინელი რომელუ ლუკაკუს დუბლიორად განიხილება.
გაიჩი ამ ეტაპზე იჯარით "ბენევენტოში" თამაშობს, სერია ა-ში მან 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.
საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, გაიჩის კონტრაქტის შესყიდვა 11 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი "ცსკა"-ში "სან ლორენსოდან" 2020 წლის ზაფხულში 8,5 მილიონად გადავიდა.