ინტერმა მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერება დაიწყო
მილანის ინტერმა ზამთარში კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, “ნეროაძურიმ“ დინამო ზაგრებიდან პეტარ სუშიჩი გაიფორმა. ხორვატი ფეხბურთელი ამპულით ჩამშლელი ნახევარმცველია და საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, 21 წლის მოთამაშე დინამო ზაგრების, უცვლელი ფიგურაა და დიდი როლი მიუძღვის თავისი გუნდის თამაშში.
იტალიურმა გუნდმა ხორვატ მოთამაშეში 14 მილიონი ევრო გადაიხადა და პლუს ბონუსებიც დაამატა. ხორვატი სამედიცინო შემოწმებას ამ კვირაში გაივლის და უკან ზაგრებში დაბრუნდება. სეზონის ბოლოს კი სიმონე ინძაგის გუნდს შეუერთდება.
სუშიჩი ხორვატიის ნაკრების წევრიც გახლავთ და ეროვნულ გუნდში 5 შეხვედრაში 1 გატანილი გოლი აქვს.
სუშიჩი ხორვატიის ნაკრების წევრიც გახლავთ და ეროვნულ გუნდში 5 შეხვედრაში 1 გატანილი გოლი აქვს.