ავტორიზაცია

ინტერმა ტრავმის გამო ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა

ინტერმა ტრავმის გამო ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა
თარიღი 12 Dec 2025, 12:52
ინტერის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ფრანჩესკო აჩერბი და ნახევარდაცვის გამორჩეული წევრი ჰაკან ჩალჰანოღლუ ტრავმირებულები არიან, რის გამოც გარკვეულ პერიოდს გამოტოვებენ.

პირველადი ინფორმაციით, ვეტერანი იტალიელი მცველი მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება. რაც შეეხება, ჰაკან ჩალჰანოღლუს, თურქის ტრავმა მძიმე არაა, თუმცა როგორც მინიმუმ 7-10 დღეს იუქმებს, რის შემდეგაც ახალი ტესტები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, როდის დაბრუნდება მოედანზე.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, ინტერს 14 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.