ავტორიზაცია

ინტერსა და რომას შორის შესაძლოა გაცვლა შედგეს

ინტერსა და რომას შორის შესაძლოა გაცვლა შედგეს
თარიღი 25 იან 2021, 13:24
La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერსა" და "რომას" შორის შესაძლოა საკმაოდ საინტერესო გაცვლა შედგეს.

მილანური გუნდიდან "მგლებში" კრისტიან ერიქსენის გადასვლა, საპირისპირო მიმართულებით კი ედინ ჯეკოსი.

როგორც მოგეხსენებათ, "ნერაძური" მთელი ძალებით ცდილობს დანიელი შემტევი ნახევარმცველის რაც შეიძლება სარფიანად გასხვისებას.

რაც შეეხება ბოსნიელ თავდამსხმელს, დანიელ ფონსეკასთან კონფლიქტის შემდეგ, ის მთავარი გუნდიდან მოკვეთილი იქნა.

"შავ-ლურჯები" "ჯალოროსის" კაპიტნით არ არიან დაინტერესებულები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ 28-წლის ფლეიმეიქერს არ ეყოლება სხვა მსურველი, ბარტერი შედგება.