ავტორიზაცია

იოვიჩი: "რატომ ვერ ავთამაშდი რეალში?"

იოვიჩი: "რატომ ვერ ავთამაშდი რეალში?"
თარიღი 26 Jan 2021, 21:33
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა, რომელიც იჯარით „აინტრახტში“ გადავიდა, გერმანულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„აქ ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. კომფორტულად ვარ და ეს მოედანზეც დიდებულად ისახება. ამ სეზონში, დიდი წარმატებების მიღწევის შანსი გვაქვს. „აინტრახტში“ დაბრუნება ძალიან მინდოდა.

რატომ ვერ ავთამაშდი „რეალში“? მთავარი მიზეზი უიღბლობა და ტრავმები იყო. იქ განსხვავებული სტილით თამაშობენ და ზეწოლაც გაცილებით დიდია. თუმცა, საუკეთესო ფეხბურთელებთან ვარჯიშიც სასარგებლოა, მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

ამ შრომი სშედეგად, უფრო გამოცდილი გავხდი და პროგრესსაც მივაღწიე. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სჯობს, ნაბიჯი უკან გადავბდა და წავიდე, რათა შემდეგ დავბრუნდე.“ - ციტირებს იოვიჩის სიტყვებს ფრანკფურტული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ესპანური პრესა კი წერს, რომ „რეალი“ არ გამორიცხავს, რომ თუ იოვიჩი ათამაშდება და ფორმას დაიბრუნებს, მის გაყიდვას 40-45 მილიონ ევროდ შეეცდებიან.