ავტორიზაცია

იოზუა კიმიხის მიმართ უდიდესი ინტერესია

იოზუა კიმიხის მიმართ უდიდესი ინტერესია
თარიღი 05 Mar 2025, 13:59
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველზე იოზუა კიმიხზე უდიდესი ინტერესია ტოპ კლუბებისგან: ბარსელონა, ლივერპული, ჩელსი, პსჟ, რეალი და ინტერი ეს ის გუნდებია ვისაც სურთ, გერმანიის ნაკრების ლიდერის დამატება. შეგახსენებთ, რომ კიმიხს ბაიერნთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და გერმანული გუნდი მასთან ახალ კონტაქტზე საუბრობს, მაგრამ “რეკორდ მაისტერის„ შეთავაზება, არც ისეთი მიმზიდველია, რადგან გუნდი კიმიხს უფრო ნაკლები ხელფასს სთავაზობს ვიდრე მოთამაშეს ახალ აქვს. არადა ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევროა.

დიდი შანსია კიმიხმა მართლაც დატოვოს ბაიერნი, არადა გერმანელი გუნდის ლეგენდაა და “წითლების„ მაისურით, ყველა ტურნირზე 435 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 43 გატანილი გოლია და 114 საგოლე გადაცემაა.

რთული სათქმელია თუ სად გადავა გერმანელი, რადგან არჩევანი საკმაოდ დიდი აქვს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიმიხმა არ დამალა სურვილი თავის ყოფილ მწვრთნელთან ჰანსი ფლიკთან მუშაობის, რომელიც ბარსელონას თავკაცობს. ამან მოთამაშის არჩევანზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს.